ნიკა გვარამია მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს.
“ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში.
მაგრამ ასეთ დროს ვინც ვერასდროს იქნება მზად არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ნიკას შვილებს უკვე გამოვლილი აქვთ მამის უკანონო ტყვეობის ტრავმა, ტკივილი და დღეს ეს ყველაფერი ისევ გაცოცხლდა, ისევ გაცხადდა.
ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო.
როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს.
და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა.
თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განდაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ