უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპისადავლადიმირ პუტინის სატელეფობო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ბევრმა ისაუბრა რუსეთთან სხვადასხვა დონეზე. ვერცერთი საუბარუ ვერ მივიდა არა მხოლოდ საიმედო მშვიდობამდე, არამედ ომის დასრულებამდეც კი. სამწუხაროდ, პუტინი დაუსჯელად გრძნობს თავს და რუსეთის მხრიდან საშინელი დარტყმების შემდეგაც კი, კიდევ რაღაც „პასუხებს“ ამზადებს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ახალი დარტყმით, დიპლომატიის ყოველი ახალი შეფერხებით, რუსეთი მთელ მსოფლიოს შუა თითს უჩვენებს. ყველას, ვისაც არ სურს რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
თუმცა სწორედ რუსეთი უნდა ესწრაფოდეს მშვიდობას. სწორედ იქ, მოსკოვში, უნდა იგრძნონ, რომ ომს თავისი ფასი აქვს - დიდი ფასი და ყველაზე მაღალი აგრესორისთვის,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ უკრაინაზე დარტყმები განახორციელა 27 700-მდე საჰაერო ბომბის,11 200-მდე „შაჰედის“ და 9 000-მდე სხვა ტიპის მოიერიშე დრონის, ასევე 700-ზე მეტი რაკეტის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც პუტინი არ გრძნობს ძალასა და ზეწოლას, მაგრამ გრძნობს სისუსტეს, ის ყოველთვის სჩადის ახალ დანაშაულებს.
„ის ამ დამოკიდებულებას ფარულ ნებართვად მიიჩნევს - ახალი სისასტიკის, ახალი დარტყმების, ახალი მკვლელობების ნებართვად. და თუ ძლიერები პუტინს არ შეაჩერებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მასთან ერთად იზიარებენ პასუხისმგებლობას. და თუ მათ სურთ, მაგრამ არ შეუძლიათ შეჩერება, პუტინი მათ ძლიერებად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა ზელენსკიმ.