რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთ რეგიონში სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონების თავდასხმა დაადასტურა. უწყებამ თავდასხმაში „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა.
აღნიშნულია, რომ დარტყმები განხორციელდა მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში მდებარე აეროდრომებზე.
მურმანსკის და ირკუტსკის ოლქებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონების გაშვების შედეგად, რამდენიმე ერთეულ თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ივანოვოს, რიაზანისა და ამურის ოლქებში თავდასხმები „მოიგერიეს“.
მათივე ცნობით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. განადგურდა 41 ბომბდამშენი, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთმა უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.