ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.
„საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, - უთხრა კრემლის მარიონეტმა რუსულ სააგენტო "რია ნოვოსტის“.
მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით.
„ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველა მეზობელთან. ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, მისმა ხელმძღვანელობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მსი წინაშე დამოუკიდებელი სახელმწიფოაშ“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.
9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გუნბა მოსკოში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.