უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრებს ამზადებს.
მისი თქმით, აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები შეეხება როგორც მოლაპარაკებებს, ასევე ენერგეტიკის, შეიარაღებისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს.
„ეს ეხება მოლაპარაკებებსაც - მშვიდობის მოახლოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ენერგეტიკას, სასურსათო უსაფრთხოებას და, რა თქმა უნდა, შეიარაღებას. უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტები იქნება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სექტემბრის მეორე ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას ელოდება.
16 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გიორგი ტიხიმ დაადასტურა, რომ უკრაინა და აშშ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრისთვის მზადებაზე მუშაობენ.