აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის, ე.წ. „სამდღიანი ზავის“ შეთავაზება „ძალიან ბევრია“ იმასთან შედარებით, რაც აქამდე ყოფილა.
ტრამპმა, რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში „სამშვიდობო ძალისხმევაზე“ საუბრისას, განაცხადა, რომ „ჩვენ კარგ პოზიციაში ვართ შეთანხმების მისაღწევად“ და ორივე მხარე ამისკე ისწრაფვის.
„როგორც იცით, პუტინმა ახლახან გამოაცხადა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც დიდ მიღწევად არ ჩანს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, საიდან დავიწყეთ, ეს დიდი მიღწევაა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი აზრით, რუსეთი აქამდე მზად არ იყო რაიმე „ზავისთვის“, რადგან მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი „პუტინთან სამი წლის განმავლობაში არ საუბრობდა“.
პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი „ზავი“ გამოაცხადა - რუსეთში გამარჯვების დღის აღნიშვნის დროს.
ზავი 8 მაისს, შუაღამისას დაიწყება და 11 მაისის შუაღამემდე გაგრძელდება.