მის მსოფლიო 2024 ჩეხეთის წარმომადგენელი კრისტინა პიშკოვა გახდა. კონკურსი 9 მარტს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში გაიმართა. სილამაზის კონკურსში 112 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კრისტინა პიშკოვა პროფესიონალი მოდელია, ასევე სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე.
ის თავისუფლად საუბრობს ინგლისურ, პოლონურ, სლოვაკურ და გერმანულ ენებზე. ასევე არის ფონდის დამფუძნებელი, რომელიც მხარს უჭერს განათლების გზით მდგრად განვითარებას.
კრისტინა პიშკოვასთან ერთად ასევე ფინალისტები იყვნენ ლიბანის, ტრინიდადი და ტობაგოს და ბოტსვანის წარმომადგენლები.