შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან უკვე გადაწყვიტა რა პასუხს გასცემს ირანის მიერ მხარდამჭერილი დაჯგუფებების მიერ იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმას, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საპასუხო ზომების მიღება არ ნიშნავს ახალი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რა სახის გადაწყვეტილებაა მიღებული.
მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება ახალი ფართომასშტაბიანი ომი ახლო აღმოსავლეთში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ინციდენტზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდა
"მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში. ეს არ არის ის, რასაც მე ვესწრაფვი", - თქვა ბაიდენმა.
კითხვაზე, იყო თუ არა პასუხისმგებელი ირანი მომხდარზე, ბაიდენმა განმარტა, რომ მისი აზრით, „ირანი არის პასუხისმგებელი, რადგან ის აწვდიდა იარაღს“ მათ, ვინც შეტევა განახორციელა.
შეგახსენებთ, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და მინიმუმ 34 დაიჭრა ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების მიერ აშშ-ის ჯარებზე იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თავდასხმის შედეგად.