რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო განცხადება, რომ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პოლიტიკა რუსების მიმართ, უშუალოდ გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქმნის საბაბს ამ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განცხადებაშია ნათქვამი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ კრემლი დიდი ხანია ცდილობს შექმნას საინფორმაციო ფონი ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მომავალი ესკალაციისთვის, მათი "თანამემამულეების" დაცვის საბაბით. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც.
ანალიტიკოსების აზრით, პუტინის ნამდვილი მიზანია ნატო-ს ბლოკის განადგურება, რომლის წევრებიც არიან ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ISW-ში დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამ მოსაზრებით დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა ომი უკრაინასთან 2022 წელს. ანალიტიკოსების აზრით, სინამდვილეში იგი არ არის კმაყოფილი ალიანსის არსებობის ფაქტით.
ამავდროულად, ISW კვლავ ვერ ხედავს რაიმე ნიშანს, რომ რუსეთის შეტევა ბალტიის ქვეყნებზე გარდაუვალია ან უახლოეს მომავალში მოხდება.
16 იანვარს, პუტინი დაემუქრა ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის გამო. ”ის, რაც ახლა ხდება ლატვიაში, ბალტიის სხვა რესპუბლიკებში, როდესაც რუს ხალხს უბრალოდ კორდონს მიღმა აგდებენ, ეს არის ძალიან სერიოზული რამ, რაც გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ” - თქვა მან.
ამას წინ უძღოდა ლატვია-რუსეთის თანამშრომლობის ასოციაციის თავმჯდომარის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ბორის კატკოვისგაძევება. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის შეიყვანა არასასურველი ადამიანების სიაში რუსეთის ინტერესებისთვის მრავალწლიანი და სისტემატური საქმიანობისათვის.
2023 წლის მაისში, რუსეთის პრეზიდენტმა ბალტიის ქვეყნები დაადანაშაულა "ნაციზმის პროპაგანდასა" და "ნაცისტი დამნაშავეების გმირებად გამოყვანაში" და აღნიშნა, რომ "ეს გახდა ნორმა, თითქოსდა არ არსებობდა ნიურნბერგი". ამავე დროს, მას კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია. პუტინმა მსგავსი განცხადება გააკეთა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგაც.