Freedom House-მა 6 ახალი ქვეყანა შეიყვანა სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკას იყენებენ. მათ შორის არიან.
“გასულ წელს მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლავდნენ, თავს ესხმოდნენ, იტაცებდნენ, ემუქრებოდნენ და ავიწროებდნენ კრიტიკოსებს მათ საზღვრებს მიღმა. Freedom House-მა წლის განმავლობაში ფიზიკური, პირდაპირი ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რამაც ჩვენს მონაცემთა ბაზაში, 2014 წლიდან 2025 წლამდე, შემთხვევების სრული რაოდენობა 1,375-მდე გაზარდა.
დამნაშავე მთავრობათა რაოდენობა გაიზარდა. ექვსი ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე - იდენტიფიცირებულ იქნენ, რომ იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს. 2025 წლის მონაცემებით, როგორც მინიმუმ 54 მთავრობას, რაც მსოფლიოში ქვეყნების მეოთხედზე მეტს შეადგენს, უცდია საზღვარგარეთ განსხვავებული აზრის გაჩუმება", - ნათქვამია ანგარიშში.