დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს, პეტერ მადიარს.
ამის შესახებ ნათქვამია უნგრეთში ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
განცახდების თანახმად, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად საუბრისას განიხილეს, თუ როგორ შეუძლია ორ ქვეყანას დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას
"დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გუშინ ტელეფონით ესაუბრა უპრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს პეტერ მადიარს.
სტარმერმა მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი გამარჯვება უნგრეთისთვის ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს.
მისი თქმით, ეს ახალი ეტაპი ქმნის შესაძლებლობას, რომ დიდი ბრიტანეთისა და უნგრეთის ურთიერთობები ყველა სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდეს.
ლიდერებმა ასევე განიხილეს, როგორ შეუძლიათ ორივე ქვეყანას ერთად იმუშაონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
უკრაინის საკითხზე კირ სტარმერმა მადლობა გადაუხადა პეტერ უკრაინის მხარდაჭერისთვის, რათა მან შეძლოს რუსეთის „ბარბაროსული თავდასხმებისგან“ თავის დაცვა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში კვლავ გააგრძელებენ კომუნიკაციას", - ნათქვამია განცხადებაში.