უკრაინული მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული რვავე დრონი ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო ოდესის ოლქში ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, განადგურებულია Shahed-ის ტიპის დრონები, რომლებიც რუსეთმა შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესისა და მიკოლაივის ოლქების მიმართულებით გაუშვა.
უკრაინის დამცველებმა 7 დრონი ოდესის ოლქში ჩამოაგდეს, ერთი კი მიკოლაივში.
ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები ოდესის ოლქში ღია ტერიტორიაზე ჩაცვივდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი შესაბამისმა სასახურებმა ოპერატიუალად ჩააქრეს. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია. არ არიან დაშავებულები.