მოსკოვში აცხადებენ, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის ესკალაციის შემთხვევაში პირველი ფინეთი დაზარალდება.
ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა მიხაილ ულიანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ფინეთი, რომელიც ათწლეულობის განმავლობაში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ „მტრულ მოთამაშედ“ იქცა.
„ფინეთი მშვიდად ცხოვრობდნენ და უცებ აღმოჩნდა რუსეთსა და ნატო-ს შორის, როგორც ალიანსის წევრი. მაგრამ ვინაიდან ისინი ჩვენი მეზობლები არიან, ღმერთმა დაიფაროს და თუ რაიმე ესკალაცია მოხდება, ისინი პირველები დაზარალდებიან“, - განაცხადა ულიანოვმა.