უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 23 დეკემბერს, უკრაინის ქალაქ დნიპროში აფეთქებების ხმები ისმოდა. გამოცხადდა საჰაერო განგაში.
აფეთქებამდე საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა დნიპროს მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.
განგაში ასევე გამოცხადდა დნიპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე კიროვოგრადის ოლქში, სადაც დღეს რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევა განხორციელდა.
დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებმა დნიპროსთან რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.
სამხედროების განმარტებიტ ეს იყო Х-59-ის ტიპის მართავიდ საავიაციო რაკეტა.