აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მომხრეებთან კომუნიკაციისთვის საკუთარი ონლაინ პლატფორმა შექმნა.
პლატფორმა საშუალებას მისცემს ტრამპს გამოაქვეყნოს პოსტები, სურათები და ვიდეოები. მომხმარებლებს შეეძლებათ შინაარსის გაზიარება Twitter- სა და Facebook-ზე, მაგრამ პოსტებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ არის.
"ეს მხოლოდ ცალმხრივი კომუნიკაციაა", - განუცხადა ტრამპთან დაახლოებულმა ანონიმურმა წყარომ ტელეკომპანია Fox News-ს.
ახალი პლატფორმა სახელწოდებით From the Desk of Donald J. Trump (დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან) უკვე აქტიურია.
მანამდე ტრამპის გარემოცვამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობდა, რათა მხარდამჭერებთან დაუბრკოლებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონოდა.
ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც კაპიტოლიუმში ძალადობრივი შეჭრის შემდეგ, მისი ანგარიშები დაიბლოკა Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-ზე, YouTube-სა და Snapchat- ზე.