სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ აქ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი საყურადღებოა.
გამყრელიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ აქ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა. რა თქმა უნდა, დასახელებული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი, ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა ნიშნები და ტენდენცია გაუარესების. იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში, დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ