დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, დაეხმაროს ექიმებს ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად ჩატარებისთვის.
"მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და, მოგეხსენებათ, მეცნიერებას და ეკლესიას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს და, სწორედ, ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ.
ძალიან გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს”,-აღნიშნა გამყრელიძემ.