აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჯონ ბოლტონის წასვლის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად არ დაინიშნება.
ტრამპის თქმით, პომპეოს მოეწონა იდეა, რომ მრჩევლის პოსტზე სხვამ იმუშაოს. ტრამპს არ განუმარტავს, იყო თუ არა საუბარი თეთრ სახლში პომპეოს გადასვლის ან სამუშაოს შეთავსების შესახებ.
"არის კიდევ 15 კანდიდატი. როგორც ხვდებით, თითოეულ მათგანს სურს ეს თანამდებობა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა მიმდინარე კვირას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მის მემკვიდრეს მომდევნო კვირას დანიშნავს.