"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანის, ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც რუსი ჩინოვნიკი 29 მარტის ტერაქტებში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს. ალასანიას თქმით, პატრუშევის განცხადება სრულიად უსაფუძვლოა და მსგავს თემებზე ვარაუდებით საუბარი არ შეიძლება. ალასანია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს რეაგირება პატრუშევის უსაფუძვლო განცხადებაზე. ამის შესახებ ალასანიამ დღეს, დევნილებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
"ჩვენ ეს ტრაგედია ყველამ გულთან ახლოს მივიტანეთ, მაგრამ ის განცხადება, რომელიც დღეს გავრცელდა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. თუ რამე დამამტკიცებელი საბუთი არსებობს უმჯობესია მასზე დაყრდნობით ილაპარაკონ და არა ვარაუდებით. ასე, რომ ამ განცხადებას ძალიან სერიოზული რეაგირება სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩნდება კითხვა, ხომ არა აქვს ამას რაიმე შორსმიმავალი გეგმები დაადანაშაულონ საქართველო რაიმე ფორმით ამ ტერაქტების მომზადებაში. საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს რეაგირება ამ განცხადებაზე", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თავის განცხადებაში, 29 მარტს მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტში ქართული კვალის არსებობა არ გამორიცხა.