საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელო: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით და ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ყაველაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ასევე კითხვას, „რა განსხვავებაა საქართველოსა და ბელარუსს შორის მაშინ როდესაც „პოლიტიკური პატიმრების“ საკითხი ორივე ქვეყნის შემთხვევაში საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგში დგას“.
მისი თქმით, ორ ქვეყანას ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს.
„საქართველოსა და ბელარუსს შორის შემიძლია ძალიან ბევრი განსხვავება დაგისახელო: ბუნებით, ჰაერით, ტემპერატურით, პოლიტიკური შეხედულებით და ძალიან ბევრი განსხვავება არსებობს. პოლიტიკურად როგორ არ არის განსხვავება - ის საპრეზიდენტო ქვეყანაა, ჩვენ საპარლამენტო. ბევრი რაღაც არის განსხვავებული. თქვენ დავალების მომცემი ძალების კითხვებს სვამთ... თქვენ თავად გაავლეთ პარალელი, რომ ჩვენ ბელარუსი ვართ - ეს არ გითქვამთ, მაგრამ მიმანიშნეთ, რომ იგივე მდგომარეობაა, რაც ბელარუსში, იქ აიძულეს ან მოლაპარაკება მოხდა, რომ პატიმრები გაათავისუფლაო. მე არ ვთვლი რომ ჩვენ ერთნაირ მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა ყაველაშვილმა .