უკრაინის გენშტაბმა გასულ ღამეს რუსულ ობიექტებზე წარმატებული თავდასხმის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კერძოდ, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ურიუპინსკის ნავთობსაცავზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტებს დარტყმა მიაყენეს, დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი.
გარდა ამისა, დაზიანდა ვოლგოგრადის რეგიონში მდებარე ნავთობის საწყობი „ურიუპინსკაია.
ასევე განხორციელდა დარტყმები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მტრის ობიექტებსა და სამიზნეებზე - დონეცკის რეგიონში რადიოელექტრონული ბრძოლის სადგურზე, ორ სამეთაურო პუნქტსა და რადარულ სადგურზე, ასევე ზაპოროჟიეში Tor-M2 საჰაერო თავდაცვის სისტემასა და დრონების ლაბორატორიაზე.
გარდა ამისა, ყირიმში უკრაინელებმა გაანადგურეს საწვავისა და საპოხი მასალების ორი ბაზა, С-300/С-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რადარი.