საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკიდან 80 მლნ დოლარს მიიღებს. მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება დღეს, 26 მარტს, 12:00 საათზე გაფორმდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, თანხა შავი ზღვის მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას მოხმარდება.
ხელშეკრულებას ხელს საქართველოს ფინასთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მოაწერენ. ღონისძიება ფინანსთა სამინისტროში გაიმართება.
აღნიშნული თანხა საქართველოს ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში გამოეყოფა.