"სახალხო დემოკრატები" "ლაღიძის წყლების" აღდგენას მოითხოვს. როგორც პარტიის ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა დღეს, რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ლაღიძის წყლების" გაუქმებით თბილისმა ძველი იერსახე დაკარგა.
"ეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და ტრადიცია იყო, რომლითაც მთელი თბილისი მუდამ იწონებდა თავს. დღეს კი აქ ტანსაცმლის მაღაზიაა. მოვითხოვთ, "ლაღიძის წყლები" პირვანდელი სახით აღდგეს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, "ლაღიძის წყლებს" ის თბილისის მერად გახდობის შემთხვევაში აუცილებლად აღადგენს, რუსთაველის 24-ში მდებარე იმ მაღაზიის მეპატრონეს კი, სადაც ადრე "ლაღიძის წყლები" იყო, ალტერნატიულ ფართს გამოუყოფს