სლოვაკეთის საგარეოს საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩეკის განცხადებით, სლოვაკეთი მზადაა საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ამის შესახებ მიროსლავ ლაიჩაკმა სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"სლოვაკეთი საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციას მხარს უჭერს და მზად ვართ ამ კუთხით ჩვენი გამოცდილება გაიზიაროთ, რაც ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ლაიჩეკმა.
სლოვაკეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.