ცაგერისა და აბროლაურის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე ონის რაიონს ესტუმრა, რომელიც უგზოობის გამო ამ დრომდე მოწყვეტილია გარე სამყაროს.
ქუთაისი-შოვი საავტომობილო გზის 111-ე კილომტრზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც გზის 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთი ჩახერგილია. 8 სოფლის მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს.
საავტომობილო გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენა უამინდობის გამო ვერ ხერხდება. გარემოს დაცვის სამინისტრო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.
გეოლოგების შემადგენლობით სპეციალური კომისია ზარალს ქვეყნის მასშტაბით გზების გაწმენდისთანავე გამოაქვეყნებს.
უამინდობა საქართველოში 19 მარტამდე გაგრძელდება.