ნებისმიერი ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და ძალადობა მედიის წარმომადგენლების მიმართ არის კიდევ უფრო მიუღებელი, გამორჩეულად მიუღებელი, ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,&n...
მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. ...
ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ ნაციონალებს მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია ნაციონალის ნამდვილი სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პ...
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ენაზე დაწერილი პოსტით ეხმიანება. „შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის. ...
„რამდენჯერ უნდა ავირჩიოთ რუსეთთან დამარცხება? რამდენი მილიონი ადამიანი უნდა შევატოვოთ ჩაგვრას? რატომ არ ვურთულებთ კრემლს არჩევნების მოპარვასა და ერთი მეორეს მიყოლებით დემოკრატიების მოხრჩობას?“ - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
აქციაზე დაკავებულები ადვოკატმა იზოლატორში მოინახულა. მისი განცხადებით, ისინი შემაძრწუნებელ ამბებს ყვებიან. ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ. „დაკავებულები ყვებიან და ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ მას მოექცნენ არაადამიანურად და თავს გრძნობს დ...
დღეს, 1-ელ დეკემბერს კიევში ჩავიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი. ევროკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნოემბერში არჩეული კოშტა და კალასი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგნენ. მათთან ე...
თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. კულებას თქმით, "უკრაინული სცენარის" თავიდან ასაცილებლად, "ოცნება" მომიტინგეების მოთხოვნებს უნდა დათანხმდეს. "საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო აქციების გამართვა...
მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი, დღეს მმართველი პარტია არის იზოლირებული, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა თავს უსაფრთხოდ და ფიქრობს თუ არა, რომ ის, შესაძლოა, დააპატიმრონ. "მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი, ამიტომ, ასე არ ვფიქრობ. ვფიქრობ, რ...
დავრჩები პრეზიდენტის პოსტზე, ეროვნული ფორმატის საბჭო, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება დამეხმარება პროტესტის პოლიტიკურ ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე და სტა...
Visioner-ის ინფორმაციით, 30 ნოემბრის საღამოს - პირველი დეკემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ აქციას 200 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. "რაც დღეს მოხდა, სრული კატასტროფა იყო. აქციაზე, რომელსაც თითქმის 200 000 ადამიანი ესწრებოდა, დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი გაისროლეს. ამ ქმედებამ ...
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა. იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობა უნდა შეაჩეროს, პრემიერი ირაკლი კობახიძე, შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მმართველი პარტ...
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. მანამდე, რუსთაველის გამზირზე პოლიციურმა ძალებმა აქციის მონაწილეების დარბევა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გა...
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობას განცხადებას ავრცელებს და დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქაშუეთის ეკლესიის კარის გაღებისთვის, ტაძრის წინამძღვარს მეუფე შიომ შენიშვნა მისცა. საპატრიარქოს განცხადებით, ამჟამად ქაშუეთი, როგორც 29-30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის. ...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს. აკადემიური პერსონალი აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემ...