სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვართ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული საქართველოსთვის - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. "მართალია, თქვენ აქ რაღაც 300 კაცი ხართ. მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონი, თუ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და თან ორჯე...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი პრემიერ, ირაკლი კობახიძის დღევანდელ მუქარას ეხმიანება, რომელიც მან პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ გააჟღერა. PACE-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები მიუღებელია და დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. "მინდა შევახ...
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მართა კოსი წერს. "ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში. ხელის...
"ქართველი "პრემიერ-მინისტრი" (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველი პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება...
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პოლიციის მიერ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილი სცენის გატაცებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ადასტურებს საპოლიციო ძალების მიერ პარტიული ინტერესების გატარებას. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 დეკემბრის საღამოს აქციისთვის, რომელზეც საქარ...
ორბელიანების სასახლესთან, კახელების მარშის მონაწილეებთან პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გავიდა. პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს ქვეყნის ევროპული კურსის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის. გითხრათ, რომ ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია, ვერ დააპ...
"გმირები თავისუფლებისთვის", - თბილისში, საპროტესტო მარშს ომის ვეტერანები მართავენ. ისინი გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან. "ჩვენ ვართ გიორგი ანწუხელიძის ქვეყნიდან და მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ჩავბარდეთ რუსეთს. გიორგი აწამეს, იმიტომ რომ ქართულ დროშას არ გადაუარ...
სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდაპირველად ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩ...
სცენა, რომელიც პარლამენტის წინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვისთვის უნდა დამონტაჟებულიყო, პოლიციამ გაიტაცა. აქციის ორგანიზატორები გარკვეული დროის განმავლობაში ვეღარ უკავშირდებოდნენ მძღოლს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებელი კონსტრუქციები უნდა მიეტანა. მოგვიანებით გაირკვა, რ...
"დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!" - თბილისში, კახელებისა და ქიზიყელების მარში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ერეკლე II-ს მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიან. პარალელურად, თბილისში კიდევ რამდენიმე მარში იმართება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება", – წერს მიხეილ სააკაშვილი. https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid02LT5Jur67zQpuBhDZvE35uEpxXg4WDeTdRAdGD...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სოციალური ქსელიდან მიმართავს საპროტესტო მარშების მონაწილეებს. "კახელებს (ასევე მეგრელებს, გურულებს, იმერლებს, აჭარლებს, ქართლელებს,…) ვერ ვუერთდები, ვერც ხორუმში ჩავერთვე, ვერც ვიმღერე თქვენთან ერთად“ - დაწერა მან და დასძინა: „თუმცა იქ ვარ სადაც ხართ, იქ ვ...
მგონია, სალომე ზურაბიშვილს მაინც ეყოფა გონიერება იმისათვის, რომ არც თავად დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსი და არც ვინმე სხვას არ დაარღვევინოს ისეთი ნორმები, რომლებიც გაითვალისწინებს მათ მრავალწლიან პატიმრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინი...
კონსტიტუციონალისტი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შექმნილ კრიზისს ადეკვატურად ვერ აფასებს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება ვერ ხედავს რა ხდება საზოგადოებაში და ვერ იაზრებს, რომ ეს მხოლოდ ერთი ჯგუფის კი არა, სრულიად ერის პროტესტია. „პანიკაც არის, არაადეკვატურობაც არის ...
რაც უფრო ახანგრძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი, - ამბობს თინა ხიდაშელი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის“ ეთერშთი განაცხადა. ხიდაშელის თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება, ამიტომ ახლა საკუთარი ძალა...