9 სექტემბრის ღამეს, ზაპოროჟიეს რეგიონში აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსების თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეში, ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის დარტყმის შედეგად კერძო სახლი დაიწვა. მოგვიანებით ფოედოროვმა განაცხადა, რომ მტრის თავდასხმის შედეგად 66 წლის ქალი დაშავდა.