აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინელ ლტოლვილ ქალზე თავდასხმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი „სისხლი დემოკრატების ხელებზეა“. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
„ვნახე საშინელი ვიდეო ლამაზი ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის ქალის შესახებ, რომელიც ამერიკაში უკრაინაში სასტიკი ომისგან თავის დასაღწევად ჩამოვიდა და უბრალოდ მგზავრობდა მეტროთი შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მას ფსიქიკურად გაუწონასწორებელი შეშლილი სასტიკად დაესხა თავს,“ - წერს ტრამპი.
პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელი „ცნობილი დამნაშავე“ იყო, რომელიც 14-ჯერ იყო დაკავებული და გათავისუფლებული.
„რა ჯანდაბას აკეთებდა მატარებლით მგზავრობასა და ქუჩებში სიარულისას? ასეთი დამნაშავეები ციხეში უნდა ისხდნენ,“ - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, „ჩანდა, როგორ წვეთავდა მკვლელის დანიდან ამ უდანაშაულო ქალის სისხლი და ახლა მისი სისხლი დემოკრატების ხელებზეა, რომლებიც უარს ამბობენ ცუდი ადამიანების ციხეში ჩასმაზე“.
ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კაროლინას, ისევე როგორც ყველა სხვა შტატს, კანონი და წესრიგი სჭირდება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის უზრუნველყოფა მხოლოდ რესპუბლიკელებს შეუძლიათ და მოუწოდა ჩრდილოეთ კაროლინაში სენატის რესპუბლიკელი კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ.