საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნ...
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მრავალათასიან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციები საქართველოსა და სერბეთში ერთი და იგივე ბრძოლაა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ. "საპროტესტო აქციები საქართვ...
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, საზოგადოებრივი მაუწყებლის RTS-ის შენობასთან შეიკრიბა ათასობით დემონსტრანტი, რომელთაც 15-წუთიანი დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. დემონსტრანტები რკინიგზის სადგურის ჩამონგრევაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. საპროტესტო აქცია...
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა. კახა თილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო...
18 იანვარს საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8...
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარის, დიპლომატის ჯონ ჰერბსტის განცხადებით, ის, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნებიდან“ არავინაა მიწვეული, მეტყველებს იმაზე, რომ აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ "ქართული ოცნების" მთავრ...
დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა. ზურაბიშვილი ასევ...
კიევზე, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ადრე დაწერა, რომ დარტყმა არასაცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. კლიჩკოს თქმით, ამავე შენობის მეზობლად მდებარე საცხოვრებელ კორპუსს...
დღეს დილით კიევზე რუსეთის ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რუსეთის იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დედაქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში დაიღუპა. ადგილობრივებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს ალმოდებელი შენობ...
ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, რომელსაც ამ კვირის დასაწყისში დოჰაში მიაღწიეს. იუწყება BBC მინისტრთა კაბინეტის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა, ორმა ულტრამემარჯვენე მინისტრმა წინააღმდეგ მისცა ხმა. შეთანხმება, რომელი...
დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მდივნობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა. ზურაბიშვილი ას...
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ქართველმა ფრანგულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვარაცხელიას ტრანსფერისთვის „ნაპოლიმ“ 70 მილიონი ევრო მიიღო, დამატებით 10 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით. გავრცელებული ცნობით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანაზღაურება სეზონში 11 მილიონი ევრო იქნე...
უკრაინული დრონები კალუგის ოლქში მდებარე ნავთობბაზას თავს დაესხნენ. რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორი ვლადისლავ შაფშა იტყობინება, რომ უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ქალაქ ლუდინოვოში საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შაფშა არ აკონკრეტებს, რომელ საწარმოზეა საუბარი, თუმცა ადგილობრივი Telegra...
პროევროპული საპროტესტო აქციების 51-ე დღეს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. მათი მოთხოვნები უცვლელია: ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.