19 იანვარს, კვირას საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +2, +7°; მთაში დღისით...
რეჟისორ დათა თავაძის ინფორმაციით, ადვოკატმა თქვა, რომ რეჟისორი გურამ მაცხონაშვილზე განყოფილებაში სასტიკად იძალადეს. "ადვოკატის თქმით, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილზე სასტიკად იძალადეს განყოფილებაში, ურტყეს კეფაში. შეგახსენებთ, რომ გურამ მაცხონაშვილი დააკავეს პირბადის ტარების გამო. მაცხონაშვილმა სოლიდარობა გამოხატა ამავე მიზეზით ზუგდიდში დაკ...
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ვიზიტით ამერიკაში იმყოფება, Fox News-სთან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან და მომავალ სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოსთან შეხვედრებზე. ინტერვიუს თარგმანი სალომე ზურაბიშვილის პრესსამსა...
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება, ვიდრე ისრაელი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებს. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ იტოვებს უფლებას განაახლოს ომი, რომელიც 15 თვეზე მეტია გრძელდება, "საჭიროების შემთხვევაში&...
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პოპულარული სოციალური ქსელი TikTok ქვეყანაში უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია. იუწყება CNN. პლატფორმა აღარ იძებნება Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მარკეტებში.მანამდე ჩინური კომპანია ByteDance დათანხმდა პლატფორმის გაყიდვას აკრძალვის თავიდან ასაცილებლად...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმ...
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ბრძოლის პირველ ორ რაუნდში ნურმაგომედოვი უკეთ გამოიყურებოდა, მერაბ დვალიშვილმა კი ტემპს მესამე რაუნდიდან მოუმატა და მეტოქეს შედარებით...
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის მეტროს ტერიტორიიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, პოლიციამ გაიტაცა. ახალგაზრდები მანქანებში იმ დროს ჩასვეს, როცა ისინი აქციიდან მიდიოდნენ. ერთ-ერთ მანქანას, არაქართული სანომრე ნიშანი აქვს. "მეგობრებო, გაიტაცეს რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია უცნობმა პირებმა მეტრო რუსთ...
ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან - წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი. "ძალიან მალე მადურო და ივანიშვილი მოსკოვში ასადის მეზობლები იქნებიან, მაგრამ სად აპირებენ ისინი წასვლას, როცა ომის დამნაშავე პუტინის ტყუილების იმპე...
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიღბების ტარებისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას. ორგანიზაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოებს: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული პირები; საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებული პირების ად...
დღეს, რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა ვერ ხედავს, - ამის შესახებ რეჟიმის ტყვემ მსახიობი ანდრო წიჭინაძე წერილში წერს, რომელიც მან „ტვ პირველს“ გაუგზავნა. „სოლიდარობა ერთ-ერთი ყვ...
სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და არაერთი დაშავდა ჩრდილოეთ ნიგერიაში ბენზინმზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. აცხადებს ნიგერიის ფედერალური საგზაო უსაფრთხოების სამსახური. უწყების ცნობით, ბენზინმზიდი სატვირთო მანქანა ამოტრიალდა და აფეთქდა. საგზაო უსაფრთხოების სამსახურის სექტორის მეთაურის გა...
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ დარჩება შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე. მერკელის თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დღეს კიდევ უფრო აუცილებელია, ვიდრე მანამდე. „რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით, ევროპის ომისშემდგომი წეს...
თბილისში, საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა, პროტესტის ნიშნად ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები გაიკეთეს. პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გ...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა რეზო კაკულიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "მადლობა პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგან...