ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელების განაჩენები გამოცხადდა.
გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალად ედებოდათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიესაჯათ. ისინი დამნაშავედ ცნეს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.