იტალიელი დიზაინერი და მოდის სახლ Valentino-ს დამფუძნებელი, ვალენტინო კლემენტე ლუდოვიკო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ვალენტინო გარავანი დღეს რომში, საკუთარ რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა“, – წერს დიზაინერის ფონდი.
დიზაინერის დაკრძალვა პარასკევს, 23 იანვარს, 11:00 საათზე რომში გაიმართება.
ვალენტინო გარავანი დაიბადა 1932 წლის 11 მაისს იტალიის ქალაქ ვოგერაში.
ის ჟან დესესისა და გაი ლაროშის სახელოსნოებში მუშაობდა. 1959 წელს მან რომში დააარსა საკუთარი მოდის სახლი Valentino, რომელიც სწრაფად გახდა იტალიური მაღალი მოდის სიმბოლო. მის კლიენტებს შორის იყვნენ ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი, სოფია ლორენი, ასევე სამეფო ოჯახის წევრები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. ექვს მსახიობს ოსკარის მოგებისას Valentino-ს კაბები ეცვა. 2007 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და მოდის ბიზნესი დატოვა, თუმცა მაღალი მოდის სიმბოლოდ დარჩა.