აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების რეაგირება აშშ-ის ტარიფებზე „არაგონივრული“ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. იუწყება Reuters.
აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ბესენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გრენლანდია აუცილებელია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
„პრეზიდენტი გრენლანდიას შეერთებული შტატების სტრატეგიულ ობიექტად მიიჩნევს. არ ვაპირებთ ჩვენი ნახევარსფეროს უსაფრთხოება სხვას ჩავაბაროთ“, - განაცხადა მდივანმა.
ასევე მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ არაფერი იცის, თუმცა „აბსოლუტური სიცრუეა იმის თქმა, რომ პრეზიდენტი გრენლანდიის მომავალზე გადაწყვეტილებას ნობელის პრემიის გამო იღებს“.