საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2010 წლის 1 მარტს პერუს რესპუბლიკაში, კალკას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის გამო, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 7 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ...
დიმიტრი მედვედევი საკუთარი ქვეყნის წარუმატებელი გამოსვლის გამო ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე გაბრაზებას ვერ მალავს. "ოლიმპიელების მომზადებაზე პასუხისმგებელმა პირებმა ამ პასუხისმგებლობას თავი არ უნდა აარიდონ. თუ მათ არ ჰყოფნით გაბედულება, წავიდნენ თანამდებობიდან, ამაში ჩვენ დავეხმარებით,"...
"კონსერვატიული პარტიის" ლიდერი, ზვიად ძიძიგური ირაკლი ალასანიას "ალიანსში" დაბრუნებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი, მისი პარტიის მონაწილეობით მზადაა პრაიმერზე უარი თქვას და თბილისი მერობის ერთიან ოპოზიციური კანდიდატი სოციოლოგიური კვლევის საშუალებით გამოავლინოს. ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა ეროვნულ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძმე განაცხადა. "პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იმდენად სწრაფად ვითარდება და იცვლება მომვლენები, რომ ძნელია ამას თვალი მიადევნოს, თუმცა მიუხედავად ა...
"დაიცავი საქრთველოს" ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციაში თავისი როლის განსაზღვრას ელის. ამის შესახებ დღეს გაჩეჩილაძე ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით, მისი როლი ოპოზიციის მუშაობაში სხვა პოლიტიკოსებმა უნდა განსაზღვრონ, თუმცა რა ფორმით ამას არ აკონკრეტებს. "ჩემი როლი ჩემმა კოლეგებმა უნდა განსაზღვრონ, ...
საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან მაუდის ქარხნის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეებამ "ჯი-ეჩ-ენ"- ს განუცხადეს, 2006 წელს ქარხნის დახურვის შემდეგ აქცების მფლობელებთან შედგა შეთანხმება, რომელიც დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციების გაცემას ითვალისწინებდა. მათვე ინფო...
2010 წლის 2 მარტს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია „კომპიუტერული დანაშაულის პროექტი". შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტები კომპიუტერული დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. პროექტს საქართველოში ევროკ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრი-გამშვები პუნქტის გახსნას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით რუსეთმა არაპირდაპირ აღიარა 2005 წლიდან დაწესებული ეკონომიკური ემბარგოს პოლიტიკური მარცხი. პრეზიდენტ სააკაშვილის აღნიშნული პოზიცია საზოგადოებას დღეს მისმა პრეს...
ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 5 ბოევიკი გაანადგურეს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ინგუშეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემაში ნათქვამია, რომ ნაზრანის რაიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ადგილობრივმა შეიარაღებულმა ძალებმა 5 დოკუ უმაროვის თანამებრძოლი მოკლეს. ...
საქართველომ და ბრუნეიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, საქართველო და ბრუნეი დარუსალამი ორმხრივ ურთიერთობებს განავითარებენ ტერიტორიული მთ...
საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომიც იყო. მედვედევის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებული ევროპული უსაფრთხოების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს ...
გაეროს საქართველოში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს. იოჰან ვერბეკეს ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენი შეცვლის. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ფინეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ტურუნენმა კონფლიქტის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა. ამ დროისთვის ის ეუთო-ში ...
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომისიიდან აცნობეს, დელეგაციას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის საკანონ...
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სამხედრო ხომალდ "მისტრალთან" დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებები "ექსკლუზიურ ეტაპზე" გადავიდა. ამის შესახებ მედვედევმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა....
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე დღეს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს "კოპენჰაგენის შეთანხმების ჭრილში" საქართველოს ხედვას გააცნობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომად...