ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია - საქართველო გახდება ნატოს წევრი - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის წინ.
"ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის და დღევანდელ შეხვედრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ის გადაწყვეტილება რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული 2008 წელს კვლავ ძალაში რჩება, - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ჩვენ დაგეხმარებით ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში", _ განაცხადა რასმუსენმა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით ნატო-საქართველო კომისიის მუშაობა წარმატებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში მართავს.