რუმინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მიხაი ბარლიბამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს, საკუთარი ქვეყნის სახელით, მიუსამძიმრა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ოფისი ხელს შეუწყობს საქართველოს ხელისუფლებასა და ალიანსის წევრ ქვეყნებს ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებაში.