თავდაცვის სამინისტროში სიტყვის გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
"საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში - ერთ-ერთ რთულ ადგილას ავღანეთში. ქართველი ჯარისკაცები, ალიანსის მოკავშირე ძალებთან ერთად, ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად მსახურობენ. ისინი ეხმარებიან ავღანელ ხალხს იმის მიღწევაში, რომ მათ მომავალში თავად შეძლონ დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება", _ განაცხადა რასმუსენმა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ყოველივე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დადასტურებაა.
"ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ მე უაღრესად მადლობელი ვარ იმ წვლილისთვის, რაც საქართველოს შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში. ეს არის ნათელი გამოხატულება ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ", _ განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები