ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც უარი თქვეს ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ხომალდების გაგზავნაზე. მისი თქმით, ამ სიაში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც აშშ მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა. "ბევრმა ქვეყანამ გვითხრა, რომ გზაში არიან. ნაწილი ენთუზიაზმით არის გ...
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალა რუსეთის შეტევითი ოპერაცია, რომელიც მათ მარტში ჰქონდათ დაგეგმილი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ილაპარაკა. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალეს რუსეთის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია, რომელიც მტერმა მარტში დაგეგმა....
არ ვიცით, ვინ არიან ირანის ლიდერები, რამდენადაც ვიცით, მათი ყველა ლიდერი მკვდარია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კენედის ცენტრში შეხვედრაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. „ბევრს ამბობს, რომ ის და...
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში, შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა რომ ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები, მათ შორის სიტუაციის უფრო მეტად გაუარესება საქართველოში. „მინისტრებმა საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის შემდგომი გაუარესების საკითხი...
ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დააწესა ირანის წინააღმდეგ. კერძოდ იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი. ახალი სანქციები 16 ფიზიკურ და სამ ორგანიზაციას ეხება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს 2026 წლის იანვარში ანტისამთავრობო ...
ისრაელის პოლიციის ცნობით, რაკეტებისა და გამანადგურებელი სისტემების ნამსხვრევები იერუსალიმის ძველ ქალაქში, მათ შორის ალ-აქსას მეჩეთისა და მაცხოვრის წმინდა საფლავის ეკლესია მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოაჩინეს. იუწყება BBC „ირანიდან იერუსალიმის მიმართულებით ბოლო სარაკეტო თავდასხმის დროს...
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სრული ძალით მიმდინარეობდა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან ვაშინგტონმა 7000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 100-ზე მეტი გემი ჩაძირა. ტრამპის თქმით,აშშ-მა ირანში სამ საწარმოს შეუტია, სადაც დრონებსა და რაკეტებს ...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ამერიკელ მსახიობ შონ პენს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსახიობი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მხარს უჭერს უკრაინას და გამოთქვა რწმენა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერა...
16 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7365 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.75 თეთრით გაუფასურდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.21 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევრო...
პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხად...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს და ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება და...
ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა - 13 მარტს გაგარინის ქუჩა N1-ში „ავტო გალერის" ახალი ფილიალი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიბრენდული შოურუმი, წამყვანი საავტომობილო ბრენდების ფართო სპექტრს აერთიანებს და რეგიონში პირველი მსგავსი ფორმატის სივრცეა. „ავტო გალერი&ld...
ევროკავშირის საბჭომ კიევის ოლქში. ბუჩას დასახლებაში რუსული ოკუპაციის დროს ომის დანაშაულებში ბრალდებულ ცხრა პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სანქციები დაუწესდა რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ყოფილ მეთაურ...
ვერავის ვერ შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, აქვს თუ არა მას ჰააგის სასამართლოს მოლოდინ...
რუსეთის ხელისუფლებამ Telegram-ის სრული დაბლოკვა დაიწყო: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მესენჯერმა ქვეყნის შიგნით ფუნქციონირება პრაქტიკულად შეწყვიტა. ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს. ბოლო დღეების განმავლობაში სერვისმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობა ფაქტოვრივად შეწყვიტა. მედიის ცნობით, 14 და 15 მარტს...