ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინელების სულისკვეთების გატეხვას ცდილობს.
ამის შესახებ ის Х-ზე წერს.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმა კრივი რიჰზე იმ ყოველდღიური ტერორის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რომელსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებში ახორციელებს.
„რუსეთი მიზანმიმართულად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას, რათა შეარყიოს სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის სულისკვეთება.
ამ ტერორის დასასრულებლად, ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და არ მივცეთ მას საშუალება, გააგრძელოს აგრესია, ამავდროულად, უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად“, - წერს ცაჰკნა.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ყველა ფრონტზე გააგრძელებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობას უკრაინის მხარდასაჭერად.