კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ისინი ასევე მრავალი წლის განმავლობაში უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ ჩვენს დიდებულ ფერმერებს. აღარ იქნება ასე!!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.
აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა საპასუხო ზომენს მიიღებს.