ნადეჟდა სავჩენკოს მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ელენა მასიუკი იტყობინება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი შიმშილობას არ შეწყვეტს, ის შესაძლოა დაიღუპოს. მასიუკი სავჩენკოს შინაპატიმრობაში გადაყვანას მოითხოვს...
ეუთო დონბასში კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანას ადასტურებს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის, ალექსანდრ ჰუგის განცხადებით, ე.წ. "ურთიერთშეხების ხაზიდან" მძიმე შეიარაღება ორივე მხარეს გაჰყავს. კიევი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას მანმადე არ აპირებდა, სანამ კონფლიქტის...
მასობრივი არეულობები კიევში. ეროვნულ ბანკთან გამართული აქცია მილიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცავებმა შენობის წინ აგებული ბარიკადები და კარვები ბულდოზერებით დაანგრიეს. რადიკალური პარტიის ლიდერის, ოლეგ ლიაშკოს მტკიცებით, მიტინგის დარბევის შედეგად რამდენიმე მანიფესტანტი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით მ...
მოსკოვი აბაშიძე-კარასინის შეხვედრას ეხმაურება. საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ლავროვის უწყება შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, რასაც ხელი ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნამ, ავიამიმოსვლის განახლებამ...
ბრიუსელში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოს აქვს მტკიცე მხარდაჭერა ევროსაბჭოსგან, ევროკომიისგან, ევროკავშირისგან და მათი მოლოდინი არის ის, რომ საქართველო იყოს წარმატების მაგალითი რეგიონში,- ამის შესახებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმ...
ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ფორმატის ცვლილება არ იგეგმება. “კარასინი-აბაშიძის ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს, საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფორტმატი და ამ ეტაპზე მის გადახედვას ან რაიმე ტიპის ცვლ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები...
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაცია, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხეები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბ...
მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. სპეცრაზმელებმა კიზილიურტის რაიონში ამბოხებულთა დაჯგუფება ალყაში მოიქციეს. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც ადგილზე იქნენ ლიკვიდირებულნი. სპეცოპერაციას 9 მებრძოლი ემსხვერპლა. მათი ვინაობა დგინდება.
ტერაქტების სერია ეგვიპტეში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქაბულის ცენტრალური რაიონები გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობები მაღაზიებსა და პიცარიასთან ამოქმედდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.
უკრაინის კულტურის სამინისტროში რუსული ელექტრონული ფოსტის გამოყენება აიკრძალა. დომენ .ru-ს გამოყენება უწყების თანამშრომლებს უსაფრთხოების მიზნით აეკრძალათ. უკრაინის კულტურის მინისტრის, ვიაჩესლავ კირილენკოს განმარტებით, უსაფრთხოების ზომები მიზნად მოსალოდნელი კიბერშეტევების პრევენციას ისახავს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნულ თემაზე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა ...
კიევმა კონფლიქტის ზონიდან მძიმე შეიარაღების გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება. პროცესს მონიტორინგს "ეუთოს" სადამკვირვებლო მისია უწევს. შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნორმანდიულმა ოთხეულმა 12 თებერვალს მიაღწია, რაც ე.წ. "ურთიერთშეხების ხაზიდან" მძიმე შეი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აფხაზეთის რკინიგზის თემაზე რუსეთის საგარეო უწყების მოადგილე გრიგორი კარასინთან ახალი არაფერი არ განხილულა. ” აფხაზეთის რკინიგზაზე შეხვედრაზე არაფერი ახალი...
ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას თქმით, იდეოლოგიასთან დაკავშირებით, გალის რაიონში განსაკუთრებული პრობლემა სასწავლო დაწესებულებებში არსებობს, რადგან ძალიან ბევრ სკოლაში მოსაწავლეები განათლებას საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოების საშუალებით იღებენ. ,,ეს ბავშვები ქა...