"ვისოლ ჯგუფმა" აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტ "სმარტის" გვერდით, ამერიკული რესტორნების ქსელ "ვენდის" პირველი 24 საათიანი Drive-thru რესტორანი გახსნა.
ახალი ობიექტის საზეიმო გახსნას აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია და "ვენდის" საერთაშორისო დელეგაცია დაესწრნენ.
"ვენდის" პირველ Drive-thru რესტორანში 50-მდე ადამიანი დასაქმდა. "ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანიების ქსელის განვითარება ახალ ფაზაში შედის. აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე განთავსებული კომპლექსი უკვე "ვენდის" პირველი 24 საათიანი Drive-thru რესტორნის გარდა, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურსა და სუპერმარკეტ "სმარტს" აერთიანებს, რაც მომხმარებელს კიდევ ერთხელ არწმუნებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სიტყვა "ხარისხი". მომსახურების ხარისხის სრულყოფისათვის ერთ სივრცეში განთავსებული " ვენდის" რესტორანი უგემრიელესი კერძებით, ფროსტის დესერტებით, ყავითა და გამაგრილებელი სასმელებით, რომლებიც მანქანიდან გადმოუსვლელად თან შეგიძლია გააყოლო, "ვისოლის" ავტოგასამართი სადგური უმაღლესი ხარისხის, საქართველოში ყველასათვის კარგად ცნობილი ეკოს საწვავით და "სმარტის" 20 000-მდე დასახელების პროდუქტით "ვისოლ ჯგუფის" კომპლექსს ყველაზე კომფორტულ გარემოდ ქმნის. პირველი 24 საათიანი Drive-thru რესტორნის გახსნით კი, "ვენდი" ახალი ფორმატის რესტორნების ქსელის განვითარებას იწყებს",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
"ვენდის" პირველი Drive-thru რესტორანი ვენდის ბურგერების, კაფისა და სათამაშო ზონებს აერთიანებს. თბილის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მომხარებელს უკვე აქვს შესაძლებლობა, დაზოგოს დრო და მანქანიდან გადაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში, გზად გააყოლოს " ვენდის" უგემრიელესი საფირმო კერძები, უგემრიელესი იტალიური "ტრუჩილოს" ყავა და ფროსტის დესერტები.
"ეს არის ძალიან სერიოზული ობიექტი თავისი სტრუქტურის თვალსაზრისით.დედაქალაქიდან გასვლის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ჩქარობენ, შეუძლიათ მანქანიდან გაუსვლელად აიღონ საკვები, ყავა და ბევრი სხვადასხვა დასახელების პროდუქტი. ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ აქ დასაქმდნენ დამატებითი ადამიანები, ბიუჯეტში გაჩნდება დამატებითი შემოსავლები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქს შეემატა ერთი ობიექტი როგორც დიზაინის, ისე უცხოური ბრენდის დამკვიდრების თვალსაზრისით. ვინაიდან მოთხოვნა არსებობდა, ბიზნეს სექტორმა ადეკვატურად უპასუხა ამ ყველაფერს, ჩვენ მაქსიმალურად დავუდექით ბიზნესს გვერდში იმ ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაში და საკითხების სწრაფად გადაწყვეტაში, რაც ამ ობიექტის მშენებლობასთან და ექსპლუატაციაში შესვლასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, მისასალმებელია და მისალოცია ასეთი წარმატებული ობიქტის გახსნა ქალაქისთვის",-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, "ვენდის" საერთაშორისო ვიცე- პრეზიდენტის, ჯონ პეინის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ "ვენდის" ერთგულ მომხარებელს 31 მაისამდე, ქათმის ფესტივალის ფარგლებში "ვენდის" უგემრიელესი ქათმის პროდუქტების დაგემოვნება ნახევარ ფასად შეუძლიათ.
"ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვარ ამ მნიშვნელოვან დღეს, ეს რესტორნი ერთ-ერთი გამორჩეულია "ვენდის" ძირითად სისტემაში, თავისი უნიკალური დიზაინით. ამას გარდა, მომხარებლებს, რომლებიც ამ თვის განმავლობაში "ვენდის" რესტორნებს ესტუმრებიან, შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურ კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. ქათმების ფესტივალია ახლა და შეუძლიათ ეს პროდუქტები ნახევარ ფასად დააგემოვნონ",-აღნიშნა ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინმა.
აშშ-ს ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით კი, მოხარულები არიან, რომ შესაძლებლობა აქვთ, საქართველოში ამერიკის კიდევ ერთი ბრედნის წარმატება იხილონ.
"ვისოლი", "ვენდი", "დანქინ დონატსი" იზრდებიან ამ პროექტის გახსნით საქართველოში. "ვენდისი" გახლავთ ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომლის კიდევ ერთი რესტორნის გახსნა საქართველოს ეკონომიკისთვის ნიშნავს კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, დემონსტრირებაა იმის, რომ მეწარმეობა ვითარდება საქართველოში, ხოლო ქვეყანა ღიაა ბიზნესისთვის.ასევე, ძალზედ კარგია მოქალაქეებისთვის, რომლებიც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გასვლისას, გორისკენ, ან მის მიღმა, შეძლებენ ჩაასხან საწვავი, ისადილონ, მოხარულები ვართ, რომ ამერიკისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მისი კიდევ ერთი ბრედნის წარმატება ვიხილოთ საქართველოში",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
"ვისოლის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას, შეფასებით, "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ვენდის" სწრაფი კვების ობიექტის გახსნა, "ვისოლის" მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნაა.
"ვისოლის" მომხმარებლებისთვის დღეს არის სასიამოვნო სიახლე, "ვისოლი" ყოველთვის სთავაზობს მომხარებელს საუკეთესო ხარისხის ნავთობპროდუქტებს, თუმცა დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ "ვენდის" სწრაფი კვების ობიექტის გახსნას "ვისოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ერთიანი კომპლექსი და დამატებითი სიურპრიზი "ვისოლის" მომხმარებლისთვის არის ის, რომ ყოველ 20 ლიტრზე ჩვენი მომხმარებელი მიიღებს დამატებით ჟეტონს, რომლითაც ისარგებლებენ ჩვენი მომხმარებლები "ვენდის" "სმარტის" გასართობ ცენტრებში. ეს არის დამატებითი კომფორტი "ვისოლის" ობიექტებზე, "სმარტის", " ვიანორის" და "ვენდის" ობიექტების გახსნის, რადგან გარდა ხარისხიანი საწვავისა, ჩვენ მომხარებელს კომპლექსურ მომსახურებას ვთავაზობთ',-განაცხადა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.
"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს "ვენდის" რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და ახლა უკვე აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.