„ეროვნულ ბანკს აქვს ოპერატიული ინფორმაცია საბანკო სექტორის შესახებ და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, არის თუ არა ეს დღევანდელი მაჩვენებელი იმ ზღვარზე, რომ, დავუშვათ, ფინანსური პრობლემები შეექმნას საბანკო სექტორს. ამიტომ მე პოლიტიკურ ინსინუაციებს ვერ დავიწყებ“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებას ეხებოდა. „ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთს უფრო მეტად ავწევდი, ვიდრე ნახევარპროცენტიანი ცვლილება იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შორს ვარ იქიდან, რომ ამის შესახებ რაღაც პოლიტიკური დასკვნები გავაკეთო“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.