ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ლარის კურსის გაუფასურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს.
"ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ხელისუფლებას გააჩნია არის ლარის გაუფასურება და დევალვაცია. გარკვეული ღონისძიებები იქნა გატარებული და ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, არის გამზადებული გარკვეული ობიექტები, რომლის პრივატიზება უნდა განხორციელდეს,"-განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანხმად ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
სებ-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.36-ლარი იქნება, ხოლო 1 ევროს შეძენა 2.65 ლარად იქნება შესაძლებელი.
გუშინ მოქმედი კურსი კი 2.6142 ლარს შეადგენდა, შესაბაიმსად ლარი დოლართან მიმართებაში 0.0188 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმარტებაში 0.0373 პუნქტით გაუფასურდა