ინტერპოლმა რუსეთს უარი უთხრა ,,იუკოსის“ ექს-ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებაზე. ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ინტერპოლის წესებს არ შეესაბამება, რადგან ორგანიზაციის წესდება კატეგორიულად კრძალავს "პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ა...
ბერლინში კინოპრემიერების სეზონი დაიწყო. კინოფესტივალის ფარგლებში, ახალი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ჯეფ ნიკოლსის ფილმს, სადაც მთავარი როლი კირსტენ დანსტმა და მაიკლ შენონმა შეასრულეს. „შუაღამის გამოშვება“ ეწოდება. ფილმი საკონკურსო ნამუშევრების სიაშია შესული და ბერლინალეს მთავარი ჯ...
ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ქუვეითის თავდაცვის მინისტრმა, შეიხ ხალედ ალ-ჯარა ალ-საბამ მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართველი...
2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "2013 წლის დასაწყისში საქართველოს რეგიონებში გარდა კახეთისა, ელექ...
თბილისის ძველ უბანში გუშინ, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ასკანის ქუჩაზე ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გაყვანილობას გაუჩნდა. ცეცხლი ძველი ტიპის სამსართულიან სახლს ეკიდა. ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება ერთ-ერთმა ადგილობრივმა და მეხანძრემ მიიღეს. ადგილზე 5 სამაშველო მანქანა მუშაობდა. ხანძრის შედეგად 120 კვადრატულ მ...
თბილისის მერი, დავით ნარმანია პარიზში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. მერიის ინფორმაციით, კონგრესის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ამ ეტაპზე საქართველო პოსტ-მონიტორინგის ფაზაში იმყოფება, რაც მონიტორინგის დასკვნების მიხედვით...
ირანიდან საქართველოში გაზის მოწოდების საშუალება არსებობს, თუმცა ეს საკითხი ტექნიკურად დასამუშავებელია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ირანის ელჩმა, აბას თალები-ფარიმმა გააკეთა. იგი მიიჩნევს, რომ ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების ყველაზე რეალური მარშუტი ,,გაზპრომის“ მონაწილეო...
საქართველოს ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს განსახილველი საკითხები იქნება ელექტროენერგიის გაცვლა, გაზის თემა და წყლის რესურსების ექსპორტი საქართველოდან ირანში. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, აბას თალები-ფარიმ, ჟურნალისტებს განუცხადა. მ...
მალიში, ტერორისტთა თავდასხმის შედეგად, გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ,,ბიბისი“ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. ტერორისტმა მებრძოლებმა მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან ჯერ დან...
რომის პაპი და რუსეთის პატრიარქი ერთმანეთს გუშინ ჰავანას აეროპორტში შეხვდნენ და ორი საათის განავლობაში ისაუბრეს. ,,ბიბისი“ ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებს და იტყობინება, რომ პაპმა რუსეთის პატრიარქს მოუწოდა, აღადგინონ ქრისტიანული ერთობა ორ ეკლესიას შორის. პაპსა და რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელს შორი...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება. „თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულ...
ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის შეხვედრაზე აღინიშნა. მიუნხენის უსაფ...
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ბედნიერების მინისტრი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის მოჰამედ იბნ რაშიდ ალ მაკტუმის გადაწყვეტილებით, ლიუბნა ბენტ ჰალიდ ალ მასიმი შიდა ვაჭრობის მინისტრის პოსტიდან სხვა სამინისტროში გადაინაცვლებს და ტოლერანტობის მინისტრად განაგრძობს მუშაობას. ხოლო პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელი ოჰუდ ალ-რუმი ბედნი...
გაერო იმედოვნებს, რომ მომდევნო 24 საათში სირიის იმ ქალაქების მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებს შეძლებს, რომლებიც ამ დრომდე ალყაშია მოქცეული. "ბიბისის" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გაეროში მას შემდეგ განაცხადეს, რაც მსოფლიო ლიდერები სირიაში ერთი კვირის ვადაში სამხედრო მოქმედებების დასრულ...
13 თებერვალი იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა, 1946 წლის სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო. საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო და მას შემდეგ 91 წელია ერთგულად ემსახურება მსმენელს. პირველი არხის და საზოგადოებრივი რადიოს ეთერში მაყურებელი სხვადასხვა გადაცემებში ნახავს და მოისმენს რადიოს მსოფლიო დღესთან და საზოგადოებრივ რადიოსთან დაკავშირებულ საინტერესო თემებს....