1 სექტემბრის ღამეს რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა 1 სექტემბრის ღამეს კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები.
დარნიცის რაიონში ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ორ ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 7 ადამიანი, ერთი დაშავებული კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი ლიკვიდირებულია.
ასევე, სხვა მისამართზე აფეთქების ტალღის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი.
გარდა ამისა, გოლოსეევის რაიონში ჭურვი არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა. ხანძარი 40 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ლიკვიდირებულია