ირანიდან საქართველოში გაზის მოწოდების საშუალება არსებობს, თუმცა ეს საკითხი ტექნიკურად დასამუშავებელია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოში ირანის ელჩმა, აბას თალები-ფარიმმა გააკეთა.
იგი მიიჩნევს, რომ ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების ყველაზე რეალური მარშუტი ,,გაზპრომის“ მონაწილეონბაა.
""რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად დასამუშავებელია და ამაზე ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. ის, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ამას გიდასტურებთ. შეიძლება გამოვიყენოთ იგივე სომხეთის მარშრუტი, შეგვიძლია გამოვიყენოთ აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა. ამ მხრივ, სომხეთი იქნება თუ აზერბაიჯანი, სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იქნება. არსებობს ასევე მესამე შესაძლებლობა, სვოპის პრინციპით და ამ შემთხვევაში თანამშრომლობა უნდა მოხდეს ირანს, საქართველოს, რუსეთის ,,გაზპრომს” და სომხეთს შორის," - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ, მათი აზრით, ეს უკანასკნელი ყველაზე რეალური ვარიანტია.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ბარტერი, გაცვლა მოხდეს საქართველოსა და ირანს შორის და ირანმა მიიღოს წყლის რესურსი და საქართველოს სანაცვლოდ მისცეს გაზი ან ელექტროენერგია.