ბერლინში კინოპრემიერების სეზონი დაიწყო. კინოფესტივალის ფარგლებში, ახალი ფანტასტიკური ჟანრის ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ჯეფ ნიკოლსის ფილმს, სადაც მთავარი როლი კირსტენ დანსტმა და მაიკლ შენონმა შეასრულეს. „შუაღამის გამოშვება“ ეწოდება. ფილმი საკონკურსო ნამუშევრების სიაშია შესული და ბერლინალეს მთავარი ჯილდოსთვის იბრძვის.
კინოფესტივალის ფარგლებში ირლანდიელი რეჟისორის, ჯონ მაკდონაჰის, სურათის პრემიერაც გაიმართა, სახელწოდებით "ომი ყველას წინააღმდეგ". ის ბერლინალეს საკონკურსო ნამუშევრების სიაში არ არის შესული.