7 დეკემბერს დღის ბოლოდან და 8 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული.
საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსში გამარჯვებულ 5 პროექტს, მაქსიმუმ 50 000 ლარის ოდენობით, საქართველოს ბანკი დააფინანსებს. გამარჯვებული პროექტებია: „კასპის შშმ პირთა კავშირი&ldquo...
უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფოდ რჩება. ამის შესახებ ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დასკვნაშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, ანტიკორუფციული რეფორმებმა უკრაინაში არ გაამართლა და ქვეყანაში კვლავ ჩრდილოვანი ეკონომიკა მოქმედებს. აუდიტორთა დასკვნით, უკრაინის ეკონომიკურ პოლიტიკაზე ოლიგარქე...
თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს რჩევებს აძლევს. ბარაქ ობამა დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ტერორიზმთან ბრძოლა ისლამთან ბრძოლაში არ აერიოს. „ასეთი მიდგომა ტერორისტებს კიდევ უფრო გააძლიერებს და შესაბამისად, ტერორიზმის საფრთხესაც გაზრდის,“-აცხადებს ბარაქ ობამა.
დამასკოში ამბოხებულები პოზიციებს თმობენ. შან-ეშ-შეიჰის რაიონში იარაღი 3 ათასზე მეტმა მებრძოლმა დაყარა. ისინი სპეციალური ავტობუსებით დამასკოში გადაიყვანეს. ხელისუფლებას მათ 500 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობებნი ჩააბარეს. ამბოხებულებთან მოლაპარაკება თვეზე მეტი გრძელდებოდა.
სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მაჩვზე ნადირობის პირდაპირი ტრანსლაციის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებები გაატარეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინეს, რის შემდეგაც გავიდნენ ადგილზე. ლაგოდე...
სირიაში რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი ალეპოში მძიმედ დაიჭრა. ექიმები მის გადასარჩენად რამდენიმე დღე იბრძოდნენ, თუმცა ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში ალეპოში რუსეთის 3 მოქალაქე დაიღუპა. 4 დეკემბერს ალეპოს საველე ჰოსპიტლის დაბომბვას 2 რუსი მედდა ემსხვერპლა. ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას KFW-ს ინფრასტრუქტურის ჯგუფის ხელმძღვანელი პოსტ საბჭოთა სივრცეში მარიონ კნეში, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრე...
მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 57-ჯერ დაირღვა. აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით მთელი ღამის განმავლობაში უხსნიდნენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი გამოავლინეს. ჭიათურის, ვანის, ზესტაფონისა და წყალტუბოს რაიონში მოქალაქეები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის ქვითრის...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანაორგანიზებით, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში დაგეგმილი 2 დღიანი სასწავლო სემინარი (Enhancing Public (Financial) Governance and Manage...
სტამბოლის სასტუმროები დახურვის პირასაა, რადგანაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სასტუმროთა ასოციაცია (TÜROB) ავრცელებს. თურქული მედია წერს, რომ თურქეთს ევროპის მასშტაბით, როგორც ყოველთვის ამჯერადაც, სასტუმროების დატვირთულობ...
დონალდ ტრამპს ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავი არ სჭირდება. ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. მისი თქმით, ბოინგთან კონტრაქტი უნდა გაუქმდეს, რასგანაც ახალი ტვითმფრინავის შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. „ახალი ბოინგი 4 მილიარდი დოლარი დაჯდება, რაც დიდი ფუფუნებაა,“-წერ...
დღეს ევროკავშირის საბჭოს მუმდივი წარმომადგენლები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხის განხილვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში გაგრძელდება, სადაც 8 დეკმბერს კენჭისყრაა დაგეგმილი.შ...
უკრაინის დელეგაცია გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ელჩენკომ განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციების დროს უკრაინის დელეგაციამ დაგმო რუსეთის ...